დღეს, 21:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება. მოქალაქეები კომენდანტის საათს გააპროტესტებენ.
ამის შესახებ აქტივისტებმა კანცელარიასთან აქციაზე განაცხადეს.
მათვე მთავრობას შეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მისცეს, შემდეგ კი ისინი შენობების პიკეტირებას გეგმავენ.