რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის გამო გადაიკეტა. ამ წუთებში პარლამენტის წინ ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია და საპროტესტო აქცია დაიწყო
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ.