რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეცრაზმი შეიყვანეს – აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. არხის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ასევე შევიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. ამ ეტაპზე უცნობია თუ რას უკავშირდება სპეცრაზმის ტერიტორიაზე შეყვანა.