“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში სილიკონ-მარგანეცის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 44 წლის კაცს ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა. რეზერვუარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა დაახლოებით 1 საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.