“რუსთავის ციხეში სააკაშვილთან წერილობითი კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული გვაქვს “- ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თუთბერიძემ განაცხადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო სააკაშვილის წერილის გამოტანა რუსთავის N12 დაწესებულებიდან ვერ შეძლო.
„კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს. ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობითი პასუხების მიღებას. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და მიზანი – ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციისა ჩვენთან, მის ადვოკატებთან და ქართულ საზოგადოებასთან. წერილობითი კორესპონდენციის უფლება არის ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება და ამის შეზღუდვა არ შეიძლება“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.