რუსთავი 2-ის და იმედის გაყიდვების სახლსაც აცნობეს, რომ შერჩეულ 500-ში არიან, დააბალანსეს ბიჭებმა – ნიკა გვარამია

“რუსთავი 2-ის და იმედის გაყიდვების სახლსაც აცნობეს, რომ შერჩეულ 500-ში არიან, დააბალანსეს ბიჭებმა “-  ამის შესახებ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

”აქა ამბავი, როგორ გადაწყვიტა საგადასახადომ ჩვენს მიერ ატეხილი ხმაურის გადაფარვა:
ხომ თქვეს, 500 შემთხვევითი შერჩევით კომპანიაში შევედითო. ეს ჩვენ დღის 12 საათზე ვიცოდით. მერე ყარეს სრული სისულელე განცხადებები. არ უშველათ და აგერ 2 საათის წინ რ2ის და იმედის საერთო გაყიდვების სახლს (დი ეს კაპიტალი) აცნობეს, რომ ისინიც შემთხვევით შერჩეულ 500ში არიან. უბრალოდ, ათი საათის შემდეგ მოხდა ეგ. დააბალანსეს ბიჭებმა”- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, დღეს,  27 ივლისს “მთავარ არხის”   გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური
შევიდა. მთავარის ცნობით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია