რუსთავი 2-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ავრცელებს.

“რუსთავი 2”-ის განცხადებით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები  მიმდინარეობს.