“რუსთავი 2” კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2-ის” წილები დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს არ დაუბრუნდა და კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რჩება.

„რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო.