რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედაგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.