რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მეგობრობის გამზირზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრა ოთხ ახალგაზრდას შორის დაპირისპირებას მოჰყვა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.
როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ჭრილობა ბარძაყის და მხრის არეში აქვს მიყენებული.