რუსთავში ახალგაზრდა კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა და გარდაიცვალა

რუსთავში კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ოსტროვსკის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 23 ახალგაზრდაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.