რუსთავში, დედა-შვილი მოკლეს- ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი, ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, ცოლს და სიდედრს ესროლა.
ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება, უცნობია მისი მდგომარეობა.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.