რუსთავში დედა-შვილი მოკლეს

რუსთავში, დედა-შვილი მოკლეს-  ორი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი,  ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც კაცმა, ცოლს და სიდედრს ესროლა.

ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება, უცნობია მისი მდგომარეობა.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.