რუსთავში კოვიდსასტუმროდან გაწერილი 21 წლის ბიჭი ქუჩაში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ბიჭი უკვე აღარ ითვლებოდა კოვიდინფიცირებულად და ის კოვიდგამოჯნმრთელებული პაციენტი იყო რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა. სასტუმროდან ის გუშინ გამოწერეს ხოლო დღეს ქუჩაში შეუძლოს გახდა და წაიქცა.
გარდაცვალების მიზეზად გულის უეცარი გაჩერება სახელდება. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
“ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა”,- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა “ინფო რუსთავს”.