რუსთავში კორონავირუსით 24 წლის კაცი გარდაიცვალა. “ინფო რუსთავის” ცნობით, იგი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო.
“7 წელია პირველი ჯგუფის ინვალიდია და შეხვდა კოვიდი. 3 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა, შემდეგ გადავიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში, 2 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.
კლინიკაში გადაყვანამდე, ექიმი-რეანიმოლოგი ბინაზე მართავდა მის მდგომარეობას, ანალიზებს უკეთებდა, დავუდგით ჟანგბადის აპარატი. გადაუდებელი სიტუაცია რომ შეიქმნა სასწრაფოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, 2 დღე იბრძოდა”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის ოჯახის წევრმა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა.