რუსთავში, მომღერალთა გუნდ “თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს COVID-19 დაუდგინდა, სულ – 16-ს

რუსთავში, კორონავირუსი ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ ,,თუთარჩელას“ კიდევ 5 წევრს დაუდასტურდა.

გუნდის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე ამბობს, რომ კორონავირუსი ბოლო 24 საათში, კიდევ 5 მომღერალს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

,,დღის მეორე ნახევარში ველოდებით კიდევ რამდენიმე ტესტის პასუხს. ინფიცირებულები კოვიდმიმღებ კლინიკაში არიან გადაყვანილი, გუნდის დანარჩენი წევრები და მათი კონტაქტები კი ამ დროისათვის კარანტინში და თვითიზოლაციაში ვრჩებით“, – განაცხადა თამარ ბუაძემ.