რუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.
როგორც, შსს-ში აცხადებენ, საძიებო სამუშაოები მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები არიან ჩართული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.