რუსთავში, სუპერმარკეტ ლიბრეში კომენდანტის საათის დროს ორი კაცი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ერთერთმა კი მოლარე-კონსულტანტ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის და მომხდარი, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.