რუსთავში ხანჯლით შეიარაღებული კაცი ადგილობრივებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და დახოცვით ემუქრებოდა.
“აქ დადის ხოლმე, სულ ასე ყვირის. ვინ იჭერს?! არავინ იჭერს. ვიღაცას გააუბედურებს. დანას ატრიალებდა, ხან მე მიტრიალებდა”,– ამბობს რუსთავის მცხოვრები.
თვითმხილველის თქმით, იყო საშიშროება, მას გამვლელისთვის დანა დაერტყა.
“მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. ამხელა დანა ეჭირა, უკან, ზურგთან, გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა პასუხი რომ გაეცა. ერთი ბიჭი იყო მანქანით, ის გამოელაპარაკა, იმ კაცმა კიდევ რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, მანქანიანად აგაფეთქებო”. – თქვა თვითმხილველმა “ინფო რუსთავთან” საუბარში.
არსებული ინფორმაციით, კაცი გლდანში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.