საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ლექტორს, 9 შვილის დედას, რუსიკო კობახიძეს სასამართლომ გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის მიზეზით 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
პირველად რუსიკო კობახიძე 5 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
მას კობა ჩაგუნავამ მაშინ ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.














