რუსი მედესანტეების ნაწილი იზიუმში “დახურულ ქვაბში აღმოჩნდა. მათ უკრაინელები ანადგურებენ–მედია

ონლაინ გამოცემა “Цензор.НЕТ”–ის მთავარი რედაქტორის, იური ბუტუსოვის ინფორმაციით რუსეთის არმიის რამდენიმე დივიზიის ქვედანაყოფები  იზიუმში მეთაურობამ მიატოვა, და ახლა მათ ურაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად ანადგურებენ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მედესანტეთა რამდენიმე დივიზიის ქვედანაყოფები სრულ ალყაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც რუსული არმიის ნაწილები იზიუმიდან გაიქცნენ, მათ კი გაქცევა ვერ მოახერხეს. ახლა მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების 80–ე სადესანტო–მოიერიშე ბრიგადის მედესანტეები ანადგურებენ. ბუტუსოვი ფოტოსაც ავრცელებს რომელზეც ასახულია იზიუმში განადგურებული რუსული ტანკი Т-72Б3.

“პუტინმა და რუსმა გენერლებმა დახმარების გარეშე ჩატოვეს ისინი ქვაბში და კარგავენ რუსი საკადრო სამხედროების ნარჩენებს“– წერს ბუტუსოვი.