რუსი მილიარდერის, ექს ბანკირ მაქსიმ ვორონინის შვილი, კირილ ვორონინი დასავლეთის ლიდერების მიმართავს და სთხოვს მამამისს სანქციები დააკისრონ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მოზარდმა შესაბამისი მიმართვა აშშ–ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ 2–ეს გაუგზავნა.
მისი თქმით, მამა ოჯახიდან წავიდა და შვილი მიატოვა, როცა ის ჩვილი იყო. ამასთან, უარი თქვა ალიმენტების გადახდაზე და არ მოინდომა ყოფილ ცოლს – ყოფილ მოდელს, როზა აბდულინას დახმარებოდა, როცა ის მძიმედ იყო ავად.
“შვიდ ინსტანციას მივმართე და ყველგან უარი მითხრეს. სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცი რა გავაკეთო, რადგან რუსეთში სამართალს ვერ ვპოულობ. როგორღაც 12 500 რუბლი დააკისრეს ოლიგარქს. ყველაზე მინიმუმი დააკისრეს, და მხოლოდ ხანგრძლივი წამების შემდეგ, როცა ამდენი მიმართვა გავაკეთეთ, სასამართლოებში ვირბინეთ.“– წერს ვორონინის შვილი და ამტკიცებს, რომ მამამისს აქვს: გერმანიაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ლონდონში და საფრანგეთში ბიზნესი, პრემიუმ კლასის ბინა აშშ–ში და ციხე–სიმაგრე იტალიაში. ამასთან, ვორონინმა მთელი ქონება მისი ახალი ცოლის სახელზე გააფორმა, რომ ალიმენტების გადაცდისთვის თავი აერიდებინა. ახლა მოზარდი დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს სთხოვს ეს გარიგება უკანონოდ ცნოს და რუსი ბიზნესმენი დასაჯოს.
კირილ ვორონინის ისტორია მედიაში 2020 წელსაც მოხვდა, როცა ცდილობდა მამის ყურადღება მიეპყრო. ბიჭმა ვიდეომიმართვა ჩაწერა და ქსელში დადო. მაშინ 14 წლის ბიჭი სამი კვირით სახლიდან წავიდა და მამას სახლებთან დარაჯობდა, რომ როგორმე შეხვედროდა.
“უკვე სამი დღეა ვზივარ მის სახლთან, ჯერ ერთ მისამართზე, მერე მეორეზე“– ამბობდა კირილი ვიდეოში.
ბოლოს მან მაქსიმ ვორონინის ბინა კუტუზოვის პროსპექტზე იპოვნა და ეზოში პიკეტი მოაწყო პლაკატით:“დამეხმარეთ მამის მოძებნაი.“ ბოლოს მზარდი პოლიციამ წაიყვანა და საავადმყოფოში გაამწესა. ამ სიტუაციით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მოძებნეს მამა ვორონინი, რომელმაც თქვა, რომ შვილთან ურთიერთობა არ უნდა.
ვინ არის მაქსიმ ვორონინი
ვორონინი “ნაციონალური კორპორატიული ბანკის“ ექს მეთაურია. მამასთან ერთად, რომელიც რუსეთის მრეწველობის ყოფილი მინისტრი იყო, მას ბანკის 50%–ზე მეტი ეკუთვნოდა. 2016 წელს ბანკი დაიხურა, რადგან რუსეთის ცენტრობანკის ცნობით მისი საკუთარი კაპიტალის რეზერვებმა კრიტიკულ ქვედა ზღვარს მიაღწია, რის გამოც რისკისშემცველი გახდა.
რუსული მედია ვორონინს “ცნობილ ლენდლორდსაც“ უწოდებს.