რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონის ტყეში გამოჩდნენ

რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონის ტყეში გამოჩდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს. ტერიტორიები უკვე მონიშნულია და სავარაუდოდ, დამატებით ათობით ჰექტარი მიწის ფართობი, საოკუპაციო ძალების კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდება.

“საჩხერის ტყეშიც, რომელიც ჩორჩანასა და პერევს შორის მდებარეობს, იგივე სიტუაციაა, რაზეც ვსაუბრობდით ცოტა ხნის წინ ჩორჩანას ტყესთან დაკავშირებით. ოკუპანტები გადმოსულები არიან საოკუპაციო ხაზიდან ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში და უზარმაზარი ტყე არის საფრთხის ქვეშ. ფაქტობრივად, სადაც ჩვენ ვპატრულირებდით, მიუხედავად იმისა, რომ რუკით და იდეურად ეს არის ჩვენი ტერიტორია, ამ ტერიტორიას, სინამდვილეში, სადაც ჩვენ ვპატრულირებდით დღეს, საფრთხის ქვეშ ვიყავით, რომ თავისუფლად გადავყროდით რუს ოკუპანტებს.”- ამბობს დავით ქაცარავა.