რუსი ოპოზიციონერი გენადი გუდკოვი აცხადებს, რომ გავლენიან ჩეჩნებს, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მოკვლა სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
გენადი გუდკოვი აცხადებს, რომ რამზან კადიროვმა, ჩეჩნეთში სამხედრო ხუნტას დიქტატურა შემოიღო ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩეჩნები ასე ხშირად ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში. ასევე გუდკოვის თქმით, კადიროვის მრჩევლებიც მიიჩნევენ, რომ ის „სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ ჩეჩნეთის მეთაურად დარჩენის შემთხვევაში შეძლებს “.
„ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, სერიოზულ ჩეჩნებს, ისინი არ არიან ყაჩაღები, პოლიტიკოსები არიან, ელიტადან. ისინი აცხადებენ, რომ არ მისცემენ ნებას კადიროვს რომ იცოცხლოს, იმ ბოროტეის გამო, რაც მან ჩეჩნეთში ხალხს მოუტანა” ,- ამბობს გუდკოვი.