მომავალ წელს დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსი ოფიციალური პირები მოწვეულები არ იქნებიან. შესაბამის ინფორმაციას,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი და გაერო-ში გერმანიის ყოფილი ელჩი, კრისტოფ ჰოისგენი ავრცელებს.
როგორც ჰოისგენი აღნიშნავს, ისინი არ მისცემენ ტრიბუნას რუსულ პროპაგანდას.
„რუსი ოფიციალური პირები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიწვეულები არ არიან. არ მივცემთ ტრიბუნას თავიანთი პროპაგანდისთვის“, – წერს კრისტოფ ჰოისგენი „ტვიტერზე“.
მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია 2023 წლის 17-19 თებერვალს გაიმართება.