რუსი სამხედროები ბელარუსიდან ჩერნობილის გაუცხოების ზონაში შევიდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ადასტურებს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსი ჯარისკაცები, ბელარუსიიდან, ჩერნობილის გაუცხოების ზონაში შევიდნენ.

“ეროვნული გვარდიის წევრები, რომლებიც საშიშ ბირთვულ, რადიოაქტიური ნარჩენების კოლექტორებს იცავენ, იბრძვიან. თუ დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლი ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს მოხვდება და გაანადგურებს ან დააზიანებს, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება მთელი უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორიებზე გავრცელდეს” – განაცხადა უკრაინული გამოცემის, УНІАН-ის ჟურნალისტმა, ანდრეი ცაპლიენკომ.