რუსი სამხედროები უკვე კიევის ერთ–ერთ რაიონში არიან–უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევის ობოლონის რაიონში რუსული დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფი მოქმედებს. მანამდე ამის შესახებ თვითმხილველები და მედია საუბრობდნენ.

“ვთხოვთ მოქალაქეებს გვაცნობონ ტექნიკის გადაადგილების შესახებ. მშვიდობიან მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. არ დატოვოთ სახლები“– ნათქვამია განცხადებაში.

უწყებამ ასევე თხოვა მოქალაქეებს დაამზადონ  “მოლოტოვის კოქტეილები“ მოწინაამდეგების გასაუვნებელყოფად.

მედიის ინფორმაციით ობოლონის რაიონში მუდმივი აფეთქებების ხმა ისმის.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ობოლონში რუსული ტექნიკის გადაადგილებაა ასახული.