რუსმა დამპყრობლებმა 11 წლის წინ დაიწყეს ალეპოს განადგურება – მდიდარი ისტორიის მქონე უძველესი სირიული ქალაქის, ახლა ისინი უკრაინული მარიუპოლის წაშლას ცდილობენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას მეოცე ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ამას ჩვენ რუსეთის მოქმედებების მაგალითზე ვხედავთ, რომელმაც 11 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი – ქალაქი ალეპო გაანადგურა. მაშინ პუტინის ძალებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი და მათმა მოკავშირე ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღით შეუტია ხალხს. ომმა ალეპო ნანგრევებად და მასობრივ საფლავებად აქცია. ახლა რუსეთის აგრძელებს მსგავსი სამხედრო დანაშაულის ჩადენას ჩვენს მარიუპოლშიც, რომელმაც ძველი ბერძნების, ოსმალების, ყირიმელი თათრებისა და კაზაკების მდიდარი კულტურა გააერთიანა. „რაშისტებმა“ უკრაინული ქალაქი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ ალეპოში ვნახეთ – ნანგრევების ტკივილი, ადამიანების განადგურება“,- განაცხადა ზელენსკიმ.