კიევის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს ინფორმაციით, რუსმა დივერსანტებმა კიევში ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, სადაც ცოლ-ქმარი სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
დაიღუპა 3 ადამიანი – მე-4 კლასელი გოგო და მათი მშობლები. ორი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი რეანიმაციაშია.
“მას ერქვა პოლინა. სწავლობდა კიევის #24 სკოლის მე-4 კლასში. დღეს დილით მას და მის მშობლებს რუსმა სამხედრომ ესროლა”.- წერს ბონდარენკო FACEBOOK-ზე.