“რია ნოვოსტი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწება, რომ რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
“უკრაინის მოქალაქეების თქმით, უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულო წარმომადგენლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნება საკონსულოებსა და საელჩოებში შეხვედრის დროს”.- ამბობს წყარო სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ანალიტიკოსის ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.
დღეს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ანალიტიკოსის თქმით აღნიშნული საუბარი იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში.