უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი მაღალჩინოსნები უკრაინის სწრაფი კონტრშეტევის პარალელურად საკუთარი ოჯახების რუსეთში სასწრაფოდ ევაკუირებას ახდენენ. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“უკრაინელი დამცველების წარმატებული მოქმედებები აიძულებენ დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და ჩვენი ქვეყნის სამხრეთში მყოფ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასწრაფოდ გადაიყვანონ თავიანთი ოჯახები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
დაზვერვა ასევე წერს, რომ ოკუპანტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალეს საცხოვრებლების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებების დადება, დააწესეს შეზღუდვები ყირიმის ხიდზე გადაადგილებაზე და ყველანაირად ცდილობენ, დამალონ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის შესახებ.