რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს. ფილატოვმა თქვა, რომ ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, მაგრამ შესაძლოა ელექტროენერგიის შეწყვეტა მოხდეს.

მერის თქმით, 6 ადამიანი რუსული დაბომბვის შედეგად მძიმედ დაშავდა.

მერის თქმით, რამდენიმე სატრანსფორმატორო ქვესადგური გაითიშა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ  სარაკეტო იერიშის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა შვიდი კერძო საცხოვრებელი კორპუსი.

“ამჟამად ცნობილია 7 ნაწილობრივ დანგრეული კერძო სახლი. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაშავდა ქალი, რომელიც ნანგრევებიდან  ამოიყვანეს და გადაიყვანეს საავადმყოფოში”, –
განაცხადა  ვალენტინ რეზნიჩენკომ.

ამასთანავე, საჰაერო განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონებში.