რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის ოლქში ნოვა კახოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დაახლოებით 09:20 საათზე, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში შეტევა, სავარაუდოდ, მართვადი საჰაერო ბომბებით განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 კი დაშავდა”, – აცხადებს ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური.
უკრაინული მხარის ცნობით, ხანძარი დროებით ოკუპირებული ქალაქის საცხოვრებელ სექტორში გაჩნდა.