24 ივლისის ღამეს რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა – საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ოდესის ოლქის თავზე 3 “შაჰიდის” დრონი ჩამოაგდეს, დარტყმის შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაშავდა 4 ადამიანი.
ოდესის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბრაჩუკის თქმით, რუსები “აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე და უკრაინულ მარცვლეულზე დარტყმას”.
“მტერი რეგიონის სამხრეთს თავს კამიკაძე-დრონებით დაესხა. საჰაერო ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა, სამწუხაროდ დარტყმები მაინც გრძელდება”. – წერს ბრაჩუკი.