გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაზე 260 უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით მასობრივი კომბინირებული საჰაერო თავდასხმა მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 100 დრონისა და 34 რაკეტის განეიტრალება შეძლეს.
საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ფრანგული Mirage-2000 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინას ერთი თვის წინ გადაეცა, პირველად მონაწილეობდნენ რუსეთის საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში.
“მტრის საჰაერო თავდასხმას აკავებდნენ საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის (РЭБ) საშუალებები და მობილური საარტილერიო ჯგუფები, რომლებიც უკრაინის საჰაერო ძალებსა და თავდაცვის ძალებს ეკუთვნიან. ასევე, ოპერაციაში ჩართული იყო გამანადგურებელი ავიაცია, კერძოდ, F-16 და Mirage-2000 ტიპის თვითმფრინავები” – წერია განცხადებაში.