რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს – უკრაინის გენ. პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, ჟურნალისტი მოკლეს, დაცხრილეს სასწრაფოს მანქანა და ხარკოვში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ტყვია დაუშინეს. ვენდიკტოვას თქმით, სოფელ ზელენოვკაში ავტომობილიდან დაცხრილეს ჟურნალისტი დილერბეკ შაკიროვი, რომელიც ამავდროულად საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელიც იყო.

ვენედიქტოვას თქმით, მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა  და განაგრძობენ, რუსეთის მიერ  ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებასა და აღრიცხვას.