რუსმა სტუმარმა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას – ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყანაში შემოსულმა რუსმა ტურისტმა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“ინიციატივა მაქვს ამგვარი: კანონი მივიღოთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე უფროსი რუსი სტუმარი არ დაიშვება და თუ 30 წელზე უფროსს ვინმეს ძალიან, ძალიან, ძალიან გულით უნდა, რომ აქ ისეირნოს, შემოსვლამდე საზღვარზე ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას.

სანამ ტანკები დგას აქ და მოქალაქეებს გვიხვრეტენ, პოლიტიკურადაც კორექტული იქნება და ეკონომიური და ჰიგიენურიც ამავე დროს. კვერცხების ტყაპა-ტყუპი აღარ ატყდება”,– წერს ფანჯიკიძე Facebook–ზე.

ის ამით რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ეხმიანება.