გერმანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში რუსმა ჰაკერებმა თავს დაესხნენ გერმანიის რამდენიმე სამთავრობო უწყების ვებგვერდს შეუტიეს და მათი ნაწილობრივ გათიშვა შეძლეს.
რუსული Killnet ჯგუფის ჰაკერები, როგორც წესი, თავს ესხმიან იმ ქვეყნების ვებგვერდებს, რომლებიც რუსეთისთვის არახელსაყრელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
Killnet–ის ტელეგრამ არხზე გადაიცა “შეტევებს გერმანიის მთავარ ვებ რესურსზე შეტევის ქრონიკა”.დაიდო სქრინშოტები, თითქოსდა გერმანიის შსს-ს ვებ-გვერდიდანაა და ერთ-ერთი სადგურის ცხრილი, რომელზეც ქაოსია.
ჰაკერები აღიარებენ, რომ შეტევა მიიტანეს ბერლინის საავადმყოფოს შიდა ქსელზე. “ბერლინის მთავარი მრავალფუნქციური საავადმყოფო გათიშულია ქსელიდან. რატომ და როგორ? დიახ, ყველაფერი მარტივია – ექიმებს არ აქვთ წვდომა თავიანთ ონლაინ კაბინეტებზე”, – წერენ ისინი.
ჰაკერები ასევე აცხადებენ, რომ წაშალეს ბუნდესტაგის ვებსაიტი, თუმცა ვებსაიტი ისევ ხელმისაწვდომია.