“რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია”- ამის შესახებ, ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კიზინგერი სოციალურ ქსელში წერს. ის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პოსტს ეხმაურება, სადაც ზალკანიანი მადლობას უხდის აშშ-ს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
“საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიცია უკავია”, – წერს ადამ კიზინგერი.
The nation of Georgia is a great and important partner to the United States, serving on the front line of freedom against Russian aggression. https://t.co/RZ1nPk7VH6
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 11, 2021