რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით პრიმორსკის მხარეში ავიაგამანადგურებელმა МиГ-31 კატასტროფა განიცადა.
უწყება ხაზს უსვამს, რომ ინციდენტი “სასწავლო–საწვრთნელი ფრენისას“ მოხდა და ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო, თვითმფრინავი კი დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა და არაფერი დაუზიანებია.
შემთხვევა დასახლებულ პუნქტ ალექსეევკიდან ათეულობით კილომეტრში მოხდა – წერს რუსული მედია.
წინასწარი ინფორმაციით კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.