რუსული არმიის სისუსტე და რუსულ ბანაკში განხეთქილება–საფრანგეთისა და ლიტვის პრეზიდენტები პრიგოჟინის აჯანყების შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ის მოვლენებს  თვალს ადევნებდა „საათების საათის განმავლობაში და  ინარჩუნებდა კავშირს საფრანგეთის მთავარ პარტნიორებთან“.

მისი აზრით ვითარებამ აჩვენა რუსული არმიისა და მისი დამხმარე ძალების სისუსტე და რუსულ ბანაკში განხეთქილება.

ყველაფერი, რაც მოხდა, მისი აზრით, „სრულიად ამართლებს უკრაინელების წინააღმდეგობის მხარდაჭერას.

ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინის ყოფნა ბელორუსიაში აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზეზია.

„თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელორუსიაში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, – თქვა ნაუსედამ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.