“ბუჩას ქუჩებში მსოფლიომ დაინახა რუსული ბოროტება, ბოროტება შენიღბვის გარეშე. დაინახა ის, რის მოტანას ცდილობდა კრემლი უკრაინის სხვა ქუჩებში, ევროპის, მსოფლიოს ქუჩებში, რომელიც შეიძლება დაეპყრო რუს ოკუპანტებს, რომ არა თქვენ, რომ არა ჩვენ, რომ არა უკრაინელები. […] ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. რუსული ბოროტება დაემხობა სწორედ აქ – უკრაინაში და ვეღარ აღდგება. კაცობრიობა გაიმარჯვებს, მაგრამ კაცობრიობას უნდა ახსოვდეს ყველა უკრაინული ქალაქი, რომლის გმირობა და სიმტკიცე მომავალს აძლევს ყველას, ვინც აფასებს ყველაზე მნიშვნელოვანს – სიცოცხლეს“,
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში განაცხადა, რომელიც სლოვაკეთის, სლოვენიის, ხორვატიის და მოლდოვას ლიდერებთან ერთად, ბუჩაში ჩავიდა, რათა პატივი მიაგოს რუსეთის ოკუპაციის დროს დაღუპულთა ხსოვნას,