საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვეს. აღნიშნულ ინფორმაციას, “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ასევე გამოცემის წყაროს ცნობით რუსი ჟურნალისტი მარტო არ იმყოფებოდა.
ცნობისთვის დამოუკიდებელმა არხმა „დოჟდმა“ რუსეთში მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა. მას შემდეგ ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი რუსეთის დატოვებას ცდილობს რადგან უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა, მედიაზე რეგულაციები გაამკაცრა და ომის გაშუქება მნიშვნელოვნად გაართულა. დამოუკიდებელი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისთვის, რომელსაც კრემლი “ფეიკად მიიჩნევს”, ჟურნალისტი შესაძლოა დიდი ჯარიმით ან პატიმრობით დაისაჯოს.