მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული პარლამენტის გადაწყვეტილებით რეგიონში რუსული მეორე ოფიციალურ ენად გამოცხადდა. პირველი სასაუბრო ენა კი სომხური რჩება. გადაწყვეტილება 25 მარტს იქნა მიღებული და მას სეპარატისტული პარლამენტის 27-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.
დოკუმენტი ამოქმედდება მაშინვე, როცა სეპარატისტების ლიდერი არაიკ ჰარუთიუნიანი ხელს მოაწერს მას. ამ ნაბიჯით, როგორც მთიანი ყარაბაღის სომხეთის სეპარატისტული პარლამენტი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს, კულტურული, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით.
თავდაპირველად, ინიციატივის ავტორები ამბობდნენ, რომ ეს კანონი ხელს შეუწყობდა და გაამარტივებდა კომუნიკაციას რეგიონში მყოფ რუს სამხედროებთან. რომლებიც ნოემბრის შემდეგ ე.წ. სამშვიდობო ფუნქციით არიან წარმოდგენილნი.
ომი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 27 ოქტომბერს დაიწყო. რამდენიმე კვირის თავზე კი მხარეებს შორის რუსეთის შუამავლობით შეთანხმება მოხდა. შეთანხმების მიხედვით ყარაბაღის ტერიტორიის დიდი ნაწილი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. ტერიტორიის ნაწილი კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამდე რუსმა “მშვიდობისმყოფელებმა” დაიკავეს. ყარაბაღში მალევე შევიდნენ თურქი სამხედროები. რუსეთი და თურქეთი მხარეებს შორის ესკალაციის პრევენციის მიზნით იმყოფებიან.