პარლამენტში რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვა კვლავ პროტესტის ფონზე დაიწყო.
კომიტეტის ოთახამდე მისასვლელ დერეფანი სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებს აქვთ გადაკეტილი.
სხდომათა დარბაზთან არ უშვებენ არც ჟურნალისტებს. საკომიტეტო ოთახში შესვლის წინ დაცვის თანამშრომლები დეპუტატების პირადობას ამოწმებენ.
ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტებს” გააჩენს.