რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. მაჩალიკაშვილი მოწმის სახითაა დაბარებული, თუმცა კონკრეტულად რა ეპიზოდზე, უცნობია.
სამართალდამცველების შეკითხვებს მაჩალიკაშვილი მაგისტრატატი მოსამართლის თანდასწრებით, დღეს უპასუხებს.
“მთელი ევროპა ითხოვს, გამოიძიონ თემირლანის საქმე და ესენი მე მარბენინებენ დაკითხვაზე. მართალი გითხრათ, არ დავინტერესებულვარ და არც მაინტერესებს რატომ მეძახიან. რამდენჯერმე დამიბარეს შსს-დან დაკითხვაზე, მე უარი განვაცხადე, შემდგომში საქმე გადაეცა სასამართლოს. ესენი ყველა იმ ადამიანს სჯიან, ვინც კი რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ამოიღო ხმა და აქვე გადაწყვიტეს, აი, მაჩალიკაშვილსაც დავსჯით” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი “მთავართან”.