პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული 7 აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
უცნობია, როდის ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი პროცესი.
ამ დროისათვის აქციაზე დაკავებული ყველა აქტივისტი თავისუფალია, მათი ნაწილის პროცესი საქალაქოში გუშინ გაიმართა, ნაწილი კი დღეს.
სამოქალაქო აქტივისტებს შსს პოლიციელს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.