რუსული კანონის III მოსმენით კომიტეტზე განხილვა ორშაბათს 9:00 საათზე დაიწყება 16:35, 09-05-2024 ორშაბათს, 13 მაისს, დილის 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა. დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.