რუსული კანონის III მოსმენით კომიტეტზე განხილვა ორშაბათს 9:00 საათზე დაიწყება

ორშაბათს, 13 მაისს, დილის 9:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის III მოსმენა ჩაინიშნა.

დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ  გამოქვეყნდა.

განხილვის პარალელურად პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.