რუსული მედიის ცნობით, ვოლგოგრადის ციხის ბუნტში მონაწილე ოთხივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

რუსული მედია “როსგვარდიაზე” დაყრდნობით  ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში მომხდარი ბუნტის ოთხივე მონაწილე ლიკვიდირებულია.

აბუნტებული ოთხივე პატიმარი სნაიპერებმა გაანეიტრალეს.

ვოლგოგრადის ოლქშში მდებარე კოლონიაში ბუნტი დღეს დაიწყო, რის შედეგადაც ციხის ადმინისტრაციის, მინიმუმ 3 თანამშრომელი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამასთან, თავდამსხმელებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი რამდენიმე ბადრაგი.

ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ  ბუნტის ორგანიზატორები თავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებად აიდენტიფიცირებდნენ.